ჩვენს შესახებ

ჩვენი სალონი „არტ ფლაუერსი“ დაფუძნებიდან 20 წელიწადს ითვლის. ამ წლების განმავლობაში მრავალი ინდივიდუალური და კორპორატიული დაკვეთა შევასრულეთ და დავიმკვიდრეთ სანდო, მაღალპროფესიული და ოპერატიული პარტნიორის სახელი.

სალონში ერთობლივად მუშაობენ მხატვრები და ბიოლოგები, რაც მრავალმხრივი და მოქნილი საქმინობის საშუალებას იძლევა.

ჩვენ, არამარტო თაიგულებსა და გვირგვინებს ვამზადებთ, არამედ, შეგვიძლია ქორწილების, კორპორატიული ღონისძიებების, სცენოგრაფიის, ლანდშაფტისა და ინტერიერის დიზაინის, დაგეგმვა და პროფესიონალურად შესრულებაც.

ჩვენ ვმუშაობთ უცხოური და ქართული მასალებით: მოჭრილი ყვავილებით, ხმელი, სტაბილიზირებული და ხელოვნური მცენარეებით, ასევე მუდამ გვაქვს ოთახის მცენარეების ფართო არჩევანი.

თქვენ ყოველთვის იპოვით ჩვენთან იმას რასაც ეძებთ და თუ გიჭირთ გადაწყვეტილების მიღება, ჩვენი კონსულტანტები დაგეხმარებიან არჩევანის გაკეთებაში. თქვენი დაკვეთა შესრულდება ინდივიდუალურ რეჟიმში და საუკეთესო ხარისხის მასალით.

წლების მანძილზე ჩვენი გუნდი ტელევიზიით გიწევდათ კონსულტაციებს ქოთნისა და ბაღის მცენარეების შესახებ და არც ახლა დაგზარდებით ჩვენი ინტერნეტ ბლოგის მეშვეობით.